გიორგი ვაშაძე – შედეგია ის, რომ ადამიანები ღიად ემიჯნებიან თვითმარქვია რეჟიმს


ავტორი
Front News საქართველო
ეს რეჟიმი საპოლიციო ძალებზეა მხოლოდ დამოკიდებული და მას სხვა საყრდენი აღარ გააჩნია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო.
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი შედეგიანია. რომ არა ეს პროტესტი, საჯარო სექტორში არ იქნებოდა ის ბზარი, რაც არის, არ იქნებოდა ეს საერთაშორისო მხარდაჭერა.
ეს რეჟიმი საპოლიციო ძალებზეა მხოლოდ დამოკიდებული და მას სხვა საყრდენი აღარ გააჩნია.
შედეგია ის, რომ ადამიანები ღიად ემიჯნებიან თვითმარქვია რეჟიმს. გადამდებია ეს პროცესი, ახალი ადამიანები ერთვებიან მასში. გუშინ წინა ხაზზე ვიყავი და ამ ახალგაზრდების ორგანიზებულობა საოცარი იყო. სერიოზულია ის ტაქტიკური წინსვლები, რაც პროტესტის აქეთ მხარეს არის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის მთავარი ამოცანა ალბათ, არის ის, რომ ჩვენ დავნებდეთ და მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ ვაპირებთ დანებებას

გიორგი ვაშაძე – არ მინდა, რომ ეს ადამიანები ამერიკის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ

გიორგი ბარამიძე – არცერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან