Logo

გიორგი ვაშაძე – შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაკადი შედარებით შემცირებულია

პოლიტიკა
624
Frontnews image description

ბევრი ადამიანი გამოვიყვანეთ უკრაინიდან და შემიძლია ვთქვა, რომ  საქართველოს მოქალაქეების ნაკადი შედარებით შემცირებულია, – ამის შესახებ უკრაინაში მყოფმა ქართველმა პოლიტიკოსმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მცირე ნაწილი ჯერ კიდევ  რჩება დაბომბილ ქალაქებში. 

 

“ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, პირველ რიგში, არის ის,  რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჭირდებოდა ჩვენი დახმარება. მეორე – ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას. ბევრი ადამიანი გამოვიყვანეთ უკრაინიდან და შემიძლია ვთქვა, რომ ნაკადი საქართველოს მოქალაქეების შედარებით შემცირდა, თუმცა მაინც არის ჯერ კიდევ, მარიუპოლში რამდენიმე ოჯახია, ვისაც ვერ ვუკავშირდებით, დარჩნენ საქართველოს მოქალაქეები კიდევ,  ხარკოვში კიდევ დარჩა,  ვისაც გამოსვლა უნდათ და ვერ გამოდიან, კიევიდან დიდი ნაწილი გამოსულია საქართველოს მოქალაქეები“ , – განაცხადა ვაშაძემ. 

 

მისი თქმით,  რაც შეეხება კიევს, ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული და ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. 

 

“კიევში მომეტებული საფრთხეა საჰაერო თავდასხმების, რუსეთი ცდილობს, როგორც ხარკოვის ცენტრს ბომბავს, ისე დაბომბოს კიევის ცენტრი, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და მოგერიება ხდება. დღისით გამოცხადდა კომენდანტის საათი და ფაქტობრივად,  გარეთ გასვლა არავის შეუძლია, ამის მთავარი მიზანი არის, რომ ის დივერსიული ჯგუფები, რომელიც არის კიევში და კიევის რეგიონში, მაქსიმალურად იყოს ლიკვიდირებული. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ან ნახევარზე მეტი გასულია კიევიდან, ქუჩები ცარიელია, ყველა ქუჩაზე ბლოკპოსტები არის გაკეთებული,  სადაც გაჩერებენ, დოკუმენტების შემოწმება ხდება“, –  განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები