Logo

გიორგი ვაშაძე – შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატოთი და ევროკავშირით გარანტირებული

პოლიტიკა
08.08.2023 / 16:30
Frontnews image description

შენი ნარატივი ერთი ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

 

“მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა. ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება, გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი.

 

პირველი – შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და იმ სამხედროების, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები.

 

მეორე – შენი ნარატივი ერთი ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე.

 

მესამე – შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატოთი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც მონობაში დაამყარა რუსეთმა ჩეჩნეთში მაგალითად, ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობაზე, ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული, ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად.

 

ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე – პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები მიეცა პასუხისგებაში ჰააგის სასამართლოს, მაგრამ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ცამდე გამართლდა ყველა ჩვენი სამხედრო და ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

 

და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად. აი, თქვენ კი, აუცილებლად, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივის და ინტერესების გამტარებლებს აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე რომ, წინ, დიდი გამარჯვებისთვის!“ – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები