გიორგი ვაშაძე – შევქმენით პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს


ავტორი
Front News საქართველო
“მინიმუმ 10%-ით შემცირდება პენსიონერების, დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სესხის პროცენტი 1 იანვრიდან“,- განაცხადა საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, სესხის პროცენტის 10-%-იანი შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„ჩვენ – სტრატეგია აღმაშენებელი აქტიურად ვიყავით ამ პროცესში ჩართული, აქტიურად იყო ჩართული პარტია „მოქალაქეები“ და უმრავლესობის დეპუტატებიც. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ თემებზე ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი და შინაარსი. დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობაა კიდევ პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველებთან, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებთან მიმართებაში, რადგან საშინელი გაჭირვება და პრობლემებია. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს, რადგან რეალურად , რასაც ჩვენ ვარკვევთ, „ლიბერთი“ ბანკთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი უფლების დარღვევის ფაქტია და ჩვენ მზად ვართ ამას მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები “საბჭოთა ბაცილების” გარეშე

გიორგი ვაშაძე – ყველა ხვდება, რომ ივანიშვილი ტოვებს საქართველოს მარტოს, დაუცველს, სადაც მხოლოდ სიღარიბე და სანქციებია

გიორგი ვაშაძე – ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ მოხდეს რუსეთის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურება