გიორგი ვაშაძე - შურისძიებით არ გამოვსულვარ საპატიმროდან, მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯი

ავტორი
Front News საქართველო
მე შურისძიებით არ გამოვსულვარ საპატიმროდან, მიუხედავად იმისა, რომ 15-წლიანი მუხლითაც მემუქრებიან, მე მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაჭრას ერთად.
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მიუხედავად ამ უსამართლობისა, ჩვენ გაერთიანებას ვთავაზობთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვისაც მობეზრდა ამ ყველაფერში ცხოვრება. მე შურისძიებით არ გამოვსულვარ საპატიმროდან, მიუხედავად იმისა, რომ 15-წლიანი მუხლითაც მემუქრებიან, მე მინდა ხელი გავუწოდო ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯი იმიტომ, რომ ჩვენ პატიმრობით მოგვაკითხა ამ რეჟიმის უსამართლობამ, მაგრამ შვილმოკლულ დედებს კიდევ უფრო მძიმე ამბით მიაკითხა ამ უსამართლობამ, პროფესორ-მასწავლებლებს სამსახურიდან გაშვებით მიაკითხეს, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს იმით მიაკითხა უსამართლობამ, რომ გაუსაძლისი გახადეს იქ ცხოვრება. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ და რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის ხალხი. ჩვენ გვინდა თანხმობა, გაერთიანება, წინსვლა. ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




