გიორგი ვაშაძე – თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, “ქართული ოცნება” ნამდვილად გაიმარჯვებს


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მათ, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ და ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.
“სტრატეგია აღმაშენებელს” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს. ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეული კანდიდატები, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, 43% არ ავაღებინოთ “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გარკვეულ პარტიებთან გვექნება თანამშრომლობა, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომელიც დღეს წარადგენს კანდიდატებს.
თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ნამდვილად გაიმარჯვებს და 43%-იან ბარიერს გადალახავს ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი. ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს “ნაციონალურ მოძრაობას” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, რომელშიც მხოლოდ “ქართული ოცნებაა” დასარეგისტრირებელი

გიორგი ვაშაძე – თუ 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში, იცოდეთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წყდება

გიორგი ვაშაძე – დადასტურდა, რომ საქართველოში არის კლანი, რომელსაც მფარველობს “ქართული ოცნება“