
ავტორი
Front News საქართველო
უნდა დაიწყოს დისკუსია საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ში ჯერ ღიად არ საუბრობენ, თუმცა ეს საკითხი დაისმება.
“უნდა დაიწყოს დისკუსია საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, როგორც უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. თუ ამას აქამდე არ ჰქონდა გამოხმაურება, დღეს ამაზე ბევრი ფიქრობს, ბევრი მსჯელობს. საჯაროდ ჯერ არ არის ამაზე საუბარი აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს საკითხი დაისმება.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უნდა მოხდეს უკრაინაში, მასში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ჩაიწერება და სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, საქართველო ამოვარდნილი არის აქედან.
აშშ-ის სამხედრო ბაზას მთელი საქართველო უჭერს მხარს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს