
ავტორი
Front News საქართველო
უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ეს არის შედეგი, იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტისა, იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოხდეს, ხელისუფლების შეცვლაა აუცილებელი.
“მართლაც, უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სწორედ ეს არის შედეგი, იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტისა. იმ ახალგაზრდების ბრძოლის რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. რაც მთავარია, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ არ იყოს ადგილი რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასვლეთეების, ანტიქართველების და სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ღირსეულად მათი წარმომადგენლები მართვადნენ ქვეყანას.
ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმყოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთე მიიღოს საქართველომ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, საუბარია საქართველოსთან მიმართებით დახმარების გაძლიერებაზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს