
ავტორი
Front News საქართველო
ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას. ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უტოპიურია რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება.
“ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.
აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს