
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, ეს იქნება სასამართლო მექანიზმი, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება.
“უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში, დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისათვის, რომ სანამ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას არ ექნება შესაბამისი ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული არამხოლოდ პრეზიდენტებთან, არამედ სხვა პოლიტიკურად აქტიურ საქმეებთან მიმართებაში”, – აცხადებს ვაშაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს