
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, სწორი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს.
“პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება, დანარჩენი კი მასზეა. ყველამ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში სიმბოლო საქართველოს ევროპული მისწრაფებების, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის. მე როგორ ვილაპარაკო, შეიცვლის თუ არა პრეზიდენტი პოზიციას, მაგრამ მინდა, რომ შეიცვალოს პოზიცია. იურიდიულად აბსოლუტურად შესაძლებელია იქ, სადაც დადგენილია განაჩენი, რითაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის საპატიმრო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს