გიორგი ვაშაძე – ვფიქრობ, რომ ერთიანობა გაიმარჯვებს, წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება არ შეიცვალოს


ავტორი
Front News საქართველო
პრორუსული რეჟიმი გვყავს, რომლისგანაც უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა. ხალხს უნდა ეს, შესაბამისად, ჩვენ პატიოსნად ვაპირებთ ამ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება არ შეიცვალოს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ “ოცნებამ” ძალა აჩვენოს, შეიძლება დაკავებების სერიაც მოაწყოს.
“შეიძლება დაჭერებიც იყოს, შეიძლება უფრო შორს წავიდეს “ქართული ოცნება”, რომ როგორმე დაამტკიცოს, რომ ის ისევ ძლიერია. მათი სიძლიერე უკვე აღარ არსებობს და უნდა დავიჯეროთ, რომ ისინი არიან სუსტები და ამ ფსიქოლოგიით უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ვიცოდეთ – გამარჯვება არის ჩვენი.
პრორუსული რეჟიმი გვყავს, რომლისგანაც უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა. ხალხს უნდა ეს, შესაბამისად, ჩვენ პატიოსნად ვაპირებთ ამ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, არ ვაპირებთ არავისთვის ზურგში დანის ჩარტყმას. “ქართული ოცნებისგან” იმხელა გარეწრობა, უპატიოსნობა, უნამუსობა და უსინდისობა გვხვდება, რომ ჩვენი ერთიანი ფლანგი უნდა გვქონდეს, არა მარტო რეფორმების განრიგში, არამედ ერთმანეთის დაცვის განრიგში.
26 ოქტომბრამდე საკმაო დროა და მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთიანობა გაიმარჯვებს. წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლება არ შეიცვალოს. ჩვენი პარტნიორები ჩვენთან არიან და აუცილებლად მოვუტანთ საქართველოს დიდ გამარჯვებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ახლა რისკის დრო არ არის, ამიტომ, 5 ნომერი, მისი გაფერადება არის გარანტირებული გზა, რომ საბოლოოდ დამარცხდეს “ოცნება”

გიორგი ვაშაძე – ვფიქრობ, 80%-ით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს

გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის მთავარი ამოცანა ალბათ, არის ის, რომ ჩვენ დავნებდეთ და მე პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ ვაპირებთ დანებებას