გიორგი ვაშაძე – ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლიდან.
“ჩვენი მოთხოვნებია – პირველი – ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას, მე-2- არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. მე-3- დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში.
ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული. 5ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოჰპარა ხალხს არჩევანი.
სამშობლო მარტო საღამოობით არ არის ჩვენი, ამიტომ, გთხოვთ, ხვალ მოვინდომოთ და 2 საათზე წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს