გიორგი ვაშაძე – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ თუ ქვეყანას ევროინტეგრაცია სურს, სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.
“საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევით მხარს უჭერს მიხეილ გათავისუფლებას. ათასობით, ათიათასობით და ასიათასობით ხელმოწერა შეგროვდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლებას ითხოვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და მკაფიოდ ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირს დემოკრატიით დავუახლოვდეთ.
მგონი, ყველა მოცემულობაა იმისთვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ დგამს ნაბიჯს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე