
ავტორი
Front News საქართველო
ვუთხარით, რომ კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები საჭირო, რომ შეიგნოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ არ გაუვა შეთანხმებებიდან გასვლა და შეთანხმებების დარღვევა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსან ერიკა ოლსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ რანგის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა.
“გუშინ რაც გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს იყო გზა გამწვავებსიკენ, რადიკალური სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებსკენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე საკონსრტიტუციო ცვლილებებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, რომელზეც ამერიკული მხარე ცალსახად მყარ პოზიციაზეა. ისიც ვუთხარით, რომ კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო, რომ შეიგნოს “ქართულმა ოცნებამ’, რომ არ გაუვა შეთანხმებებიდან გასვლა და შეთანხმებების დარღვევა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც დაგვეთანხმდნენ. კითხვაც იყო, რომ სათანადო რეაგირება, რა შეიძლება იყოს. ჩვენი პოზიციაც ვუთხარით, ყველა საკითხს საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. ამ რანგის ვიზიტი თავისთავად ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ყურადღების ქვეშაა ახლა საქართველო”, -განაცხადა გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, სრულად ინფორმირებულები არიან იმ მძიმე ვითარებაზე, რაც არის შემნილი, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავენ, ეს არ უთქვამთ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს