Logo

გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიტიკა
572
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

თავად ვაშაძე პროცესს არ დასწრებია.

როგორც მან პარტიის ოფისში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ყველას კიდევ უფრო აძლიერებს.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით, კოალიცია  "ძლიერი საქართველოს "ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი, "კოალიცია ცვლილებებისთვის " ერთ-ერთ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს კი 7-თვიანი პატიმრობა 23 ივნისს შეუფარდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები