“გიორგი ვაშაძის ასეთი უცაბედი ფერისცვალება ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ალბათ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობითაა შესაძლებელი.
"გიორგი ვაშაძის ასეთი უცაბედი ფერისცვალება ხელისმოწერამდე და ხელისმოწერის შემდეგ, ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ალბათ, თავის დროზე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ელემენტარულად ვალდებულადაც არ ჩათვალეს თავი, როცა ხელს აწერდნენ, რომ ნიკა მელიასთან დაერეკათ და მასთან რაღაც კონსულტაცია გაევლოთ. მეორე საკითხია, რომ ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე აპირებს თურმე თვითმმართველობის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას, ესეც ხო აბსურდია? როგორ შეიძლება "სტრატეგია აღმაშენებელმა" ახლა ისაუბროს, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში და მისი მოკავშირე ამ შემთხვევაში არ იყოს "ნაციონალური მოძრაობა"- ყველაზე დიდი ოპოზიზიური პარტია საქართველოში. მაინტერესებს, ვისი სახელით საუბრობს გიორგი ვაშაძე. თუ ის საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე არამგონია, რომ ის საუბრობდეს იმ ოპოზიცური პარტიების სახელით, ვინც ახლა პარლამენტში იმყოფება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს: თუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რაღაც ეტაოპები გადავლახეთ, ამ 6-თვიანი კრიზისის პერიოდში წარმატებით გავიარეთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთიანობის დამსახურება. მე სიმართლე გითხრათ, სხვა ფორმულას ვერ ვხედავ ივანიშვილის დამარცხების, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი. თუ ჩვენ გვინდა ამ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება, ერთიანობა იქნება გადამწყვეტი. თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ებრძოლოს არჩევნებში, ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, რომ ეს არის განწირული იმისათვის, რომ მარტო დარჩეს არჩევნებში, იმიტომ რომ დღეს უმრავლესობა პარტიების იმ აზრზეა ჩამოყალიბებული, რომ ძალები უნდა გავაერთიანოთ", – განაცხადა უდუმაშვილმა.
თაგები:





