
ავტორი
Front News საქართველო
აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს პასუხები აღარ უნდა აღიქმებოდეს დაპირისპირებად ევროსტრუქტურებთან. შეიძლება ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც წერია, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თურმე უნდა დავსაჯოთ და გამოვუცხადოთ სანქციები. ასეთ რეზოლუციას რომ მიიღებ, რატომ უნდა იფიქრო, რომ თავდახრილი პასუხს არ გაგცემენ? რაც მთავარია, ევროპა მართლაც არ არის ის ადგილი, ის ფორმატი არ უნდა იყოს, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში, ვეტო ადევს შენს განცხადებებს“ – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს