Logo

გიორგი ვოლსკი – ამ “ფეიკვიდეოთი“ ხაზს უსვამს, შემოვიპარე საქართველოში, პოლიტიკური დივერსანტი ვარო

პოლიტიკა
01.10.2021 / 18:22
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ექსპრეზიდენტის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოს „ფეიკს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამით საკუთარ დივერსანტობას უსვამს ხაზს.

 

“არც ვინმეს დამშვიდებას და არც არავის გაბრაზებას არ ვაპირებ. საზოგადოება ხედავს სცენარს, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. ჩემგან, დამატებითი კომენტარი საჭიროც არ არის. მისი მთავარი ამოცანა არა არჩევნები, არამედ დაძაბულობისა და შეხლა-შემოხლის ორგანიზებაა. 2014 წლიდან, სააკაშვილი ქადაგებს, რომ ხელისუფლება არანაირი არჩევნებით არ უნდა შეიცვალოს. ამ “ფეიკვიდეოთი“ ხაზს უსვამს, შემოვიპარე საქართველოში, პოლიტიკური დივერსანტი ვარო და მიუხედავად ჩემი დივერსანტობისა, თქვენ წადით და არჩევნებზე ხმა მიეცით „ნაცმოძრაობასო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Advertisement