გიორგი ვოლსკი - ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური კორუფციაა, როდესაც ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან სახლს ხელშეკრულების გარეშე ქირაობს.
მისივე თქმით, "საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა".
"საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა. თუ ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს