
ავტორი
Front News საქართველო
ამდენი ბავშვების ვიდეოები ქვეყნდება, როგორი დაშინებულები, ნანგრევებში, ამდენი სისხლი იღვრება, ამდენი ცრემლი, ამდენი ოჯახი არის გაუბედურებული და როგორ შეიძლება გინდოდეს და სურვილი გქონდეს, რომ ეს უბედურება ყველაფერი საქართველოში შემოზიდო?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ერთადერთი გეგმა აქვს, რომ როგორმე ქვეყანა დაუქვემდებაროს პოლიტიკას, რომელიც უპირისპირდება მშვიდობის პროცესს და საქართველო მოხვდეს იმ უბედურებაში, რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოში.
"დღეს უნდათ წარმოადგინონ თავი პოლიტიკურ ჩაგრულებად. რეალურად რატომ არ იღებს [ოპოზიცია] არჩევნებში მონაწილეობას იცით? თავის ამომრჩეველს რა უნდა უთხრას, რომ ჩავა სოფელში და უთხრას, რომ ერთადერთი გეგმა მაქვს, რომ როგორმე დავექვემდებაროთ პოლიტიკას, რომელიც უპირისპირდება მშვიდობის პროცესს და როგორმე საქართველო მოხვდეს ამ უბედურებაში, რაც დღეს ტრიალებს რეგიონებსა და მსოფლიოშიო?!“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს