
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსის ვაქცინით – „AstraZeneca“ აიცრა. ვაქცინაციის პროცესი სპეციალური პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა და ვაქცინის გაკეთებამდე გიორგი ვოლსკიმ თერაპევტის კონსულტაცია გაიარა.
პარლამენტის წევრმა მაღალი პროფესიონალიზმისთვის კლინიკის მედიკოსთა პერსონალს მადლობა გადაუხადა, საზოგადოებას კი დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"კარგად ვგრძნობ თავს და ყველას ვურჩევ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია. ყველაზე დიდი საფრთხე, რაც კაცობრიობას ემუქრება, არის კოვიდის საშინელი ვირუსი. აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია არის ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი, ერთადერთი გზა და იარაღი. ნებისმიერი ვაქცინა, ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ თუ სხვა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემოწმებული და დარეგისტრირებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კორონავირუსის ვაქცინაცია მეუღლესთან ერთად ჩაიტარა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს