
ავტორი
Front News საქართველო
წლები წავიდა დავაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა რამდენიმე დასკვნით, ჩვენ გვაქვს საქმე თაღლითებთან და მათ შორის, პოლიტიკურ თაღლითებთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"დარღვევა და დანაშაული არ მომხდარა სახელმწიფოს მხრიდან და განგებ არაფერი შეფერხებულა. ფაქტია, წლების განმავლობაში მავნებლობის უმაღლესი ხარისხი აჩვენეს ამ ადამიანებმა, ვინც სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს უკვე სერიოზული განვითარება ექნებოდა ამ პროექტს. ჯერ თვითონ უმაქნისები ამ მიმართულებით და მერე კიდევ, წლები წავიდა ამ დავაზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა რამდენიმე დასკვნით. ჩვენ გვაქვს საქმე თაღლითებთან და მათ შორის, პოლიტიკურ თაღლითებთან და ადამიანებთან, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს ინტერესებს - სახელმწიფოსა და მის ხალხს“ - განაცხადა ვოლსკიმ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს