გიორგი ვოლსკი - ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ


ავტორი
Front News საქართველო
ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლსკის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზა იტყვის კომპეტენტურ პასუხს.
“ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ…
მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზა იტყვის კომპეტენტურ პასუხს.
და ზოგადად, აქოთებულია კონკრეტული მედიასივრცე ამ სისხლმოწყურებულთა ინტერპრეტაციებით!”- წერს ვოლსკი.
თაგები:
გიორგი ვოლსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს