
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას ეხმაურება.
“მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე. განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში”, – წერს გიორგი ვოლსკი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი არჩევნების მიტაცებისთვის ემზადება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარებისთვის, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და კურსი შეცვალოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს