
ავტორი
Front News საქართველო
გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ექიმები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვერ ამბობენ ზუსტად, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება მსჯავრდებულს.
“გარკვეული პრობლემები უნდა შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას და ამის ნიადაგზე უნდა გამოიხატოს უკმაყოფილება მათ შორის ექიმების მხრიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული რაღაც პრობლემები გააჩნია, მაგრამ ვერ პასუხობენ ზუსტად რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს