
ავტორი
Front News საქართველო
მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, – ამის შესახებ “იმედის” ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“რა შეიძლება მოიტანოს სანქციების დაწესებამ, რასაც ითხოვენ? ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია და არ აღგვიდგენია. იგივე ეხება ვიზებს: სააკაშვილის პერიოდიდან მოდის ეს. რატომ აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს? ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ დაიქცევა ქვეყანა რეალურად, თვითონაც კარგად იციან. გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც – მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს ისეთი თემა, რომ შენ მუდმივად ჰყავდე ამ უსამართლო შენიშვნების ქვეშ, რათა სამომავლოდ გადაწყვეტილება მიიღონ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს სჭირდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას“, – აცხადებს ვოლსკი.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს