
ავტორი
Front News საქართველო
ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი.
“მთელი ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე განვითარდეს რევოლუციური პროცესი. ეს ხომ იცის დასავლეთმა და იმის მაგივრად, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაინც ამ მიმართულებით რატომ მიდის მუდმივად საუბარი. ხომ არ მეორდება ის სიტუაცია, როდესაც შენ არ შეგიძლია საქართველო შემოიყვანო ქოლგის ქვეშ, ანდა მეორე საკითხია, ეს ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მართლაც რევოლუციური პროცესი განვითარდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს