
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანები, რომლებიც გუშინ ებრძოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას” ყველა გაერთიანდა. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები გარეთ დაწერილი სცენარით მოქმედებენ.
"ადამიანები, რომლებიც წინა დღეს უშვერი სიტყვებით აგინებდნენ ერთმანეთს, მევახშეს ეძახდა მაგალითად ალეკო ელისაშვილი თუ სალომე სამადაშვილი ხაზარაძეს და აღმოჩნდა მის გუნდში. გუბაზ სანიკიძე, რომელიც ამბობდა, რომ ყველამ რომ აპატიოს სააკაშვილს, მე არ ვაპატიებო. ბერძენიშვილები - ადამიანები, რომლებიც გუშინ ებრძოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ - ეს ყველა გაერთიანდა. რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. კარნახით გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანებისთვისაც კი ამხელ ნაბიჯით გადაბიჯება საკუთარ ნათქვამზე და პრინციპზე რეალობის შეუსაბამოა, რომ არა ინსტრუქცია, რომ არა ის სცენარი, რომელიც გარეთ დაიწერა. მთლიანად ამათი სახელი არის ლეგიონი, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესს”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედის კვირა“.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს