გიორგი ვოლსკი – მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით


ავტორი
Front News საქართველო
“მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ აქ, ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე მოსახლეობა არასდროს იტყვის უარს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
“ეს არის საოკუპაციო ხაზი. ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება. რაც აქ ხდება არა მარტო სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ თრგუნავს იმ რესურსს, რაც გააჩნია აქაურ მოსახლეობას. მაგრამ არის მეორე სინამდვილეც. აქ გვერდით ბაღია, მწვანე ბაღი საოკუპაციო ხაზთან არის დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპაციას არასდროს შევეგუებით. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ აქ, ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე მოსახლეობა არასდროს იტყვის უარს. ყველას, ვინც აქ ცხოვრობს, ვინც დღენიადაგ მუშაობს, უვლის ამ ბაღებს, ვენახებს, ჭირდებათ სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლების“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გუგუტიანთკარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა