გიორგი ვოლსკი - ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელიც ირწმუნება, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან ამოშლა.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის განცხადება სულელურია, ვინაიდან, ასეთი გულუბრყვილო ადამიანი სანქცირებულთა შორის, რომელიც ნაჩო სანჩეს ამორს ან სხვა ევროპარლამენტარს დაურეკავს ამ საკითხის მოგვარების თხოვნით, არ არსებობს.
"გულუბრყვილოა ეს განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ და თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. არის ჩვეულებრივი, კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც თავისი მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის თანამდებობების გადანაწილებაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, მე მას ასეთად ვიცნობდი და რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში, უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან, არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა