
ავტორი
Front News საქართველო
როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.
“ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ შესაძლოა, წინ წამოიწიონ ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას, ამას ვერ ვხედავ, რადგან მათ ცალკეულ ლიდერებს ამის სურვილი და იდეები რომც ჰქონდეთ, გაუწბილდებათ მაშინვე, როგორიც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს