
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ვოლსკის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის მიზანი ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების გადაფარვაა.
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
“არის მთავარი მიმართულება, რომ უცხოეთის ყურადღება მიიქციონ იმით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ღირსების შემლახავი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომელიც არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელშიც საქართველოს მომავალი მოიაზრება და ა.შ. სხვათა შორის, ეს არ არის უადგილო და გაუთვლელი ნაბიჯი. მეორე მთავარი მიმართულებაა აჩვენონ ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა. ერთმანეთს რომ გადააბა ეს ორი აქცენტი არც თუ ისე უჭკუო გეგმაა არჩეული. და მესამე მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ეკონომიკას, ლარის კურსს და ამასობაში, მაგალითად ავიამიმოსვლის 96 თუ 97% აღდგენილია, 6 ახალი რეისი დაემატა და ყველა ეს თემა უნდა გადაიფაროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს