
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკვე აშკარაა, რომ ჩამოყალიბდა გარკვეული გუნდი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ სტრატეგიას – ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც კი.
“პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე მიდის ომის პროპაგანდა, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. ნინო ლომჯარიას თუ დავუჯერებთ, სჯობს ბომბები გვეცემოდეს, ვიდრე ეს სირცხვილი ვჭამოთ და არ ვიყოთ საომარი მოქმედებების მონაწილე. ეკა გიგაურს თუ დავუჯერებთ, რასაკვირველია, ცეცხლის ალი უნდა აინთოს საქართველოში, რათა ევროპული პოზიცია შევინარჩუნოთ. ის არის ტელეწამყვანების მთელი ჯგუფი, ქუჩის აქტივისტები, იაგო კაჭკაჭიშვილი დაემატა, ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი გამოჩნდა უცებ ასპარეზზე და ყველა ერთად, ორკესტრირებულად, სხვადასხვა ტექსტით, მაგრამ ერთი მიმართულებით ახორციელებენ პროპაგანდას – ქმნიან ისეთ გარემოს, როცა საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი ჩნდება დასავლეთის მიმართ. ესეც სტრატეგიის და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილია. საზოგადოების პროდასავლური პოზიცია განპირობებულია დღევანდელი ხელისუფლების სწორი ნაბიჯებით“, – აცხადებს ვოლსკი.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს