
ავტორი
Front News საქართველო
“თქვენ ჯობია დააზუსტოთ თქვენი დამფუძნებელი როგორ გამილიონერდა, ალბათ დელფინები გაყიდა ან ზვიგენები. მე რა შუაში ვარ, სერიოზულად მელაპარაკებით? სერიოზული გამომეტყველება კი გაქვთ, მაგრამ ნერვიულობთ ეტყობა. ჯარისკაცები მიატოვა გამდიდრდა, მილიონერი გახდა. იმის მაგივრად რომ თავდახრილმა იაროთ, რა დელფინებზე ლაპარაკობთ“ – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობდა შავ ზღვაში უკანონოდ დაჭერილ დელფინებთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, არ ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, რადგან მსგავსი შეხვედრა არ ახსოვს.
“თუ რამე არ მახსოვს ხომ შეიძლება არ მახსოვდეს, ეტყობა ზედაპირული იყო იმიტომ, რომ კარგი მახსოვრობა მაქვს. მეორე, თუ რამე დარღვევა იყო უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს და მესამე, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთი ადამიანის დაფუძნებული ტელევიზია თავდახრილი, ჩუმად უნდა დადიოდეთ და ასეთ ჩასაფრებებს არ უნდა აწყობდეთ“- განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს