
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურად მოტივირებული არ შეიძლება იყოს საქმე, როდესაც ადამიანს ფულს სძალავ გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას დაკავების ფაქტი.
მისი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ცანავა პოლიტიკური საბჭოს წევრია, თუმცა, თავად ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი „ასეთ მამაძაღლობაშია“ ჩართული, სამწუხაროა.
„მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტსაბჭოს წევრია თუ არა, რასაკვირველია, პოლიტიკურად მხარდამჭერი არაერთი ადამიანი გამოჩნდება, თვითონ ნაციონალური მოძრაობაც, მაგრამ შინაარსი, ამ ხალხის ისეთია, რომ წამსვლელები არიან სახელმწიფოსთან დაპირისპირების ნებისმიერ ფორმაზე.
ეს სამწუხარო ფაქტია, ზოგადად, საქართველოსთვის სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჩართულია ასეთ მამაძაღლობაში. სამწუხაროა ისიც, რომ პოლიტიკურ ველზე, საქართველოს ოპოზიცია აღარ გააჩნია. საქართველოს ოპოზიცია პრაქტიკულად არ ჰყავს - ეს არის ექსტრემისტთა და თაღლითთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანდნენ, ზოგი არჩევნებშია ჩართული, ზოგი აგრძელებს საბოტაჟის რეჟიმში ქვეყანასთან ბრძოლას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს