
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, როდესაც საქართველოს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, უნდა დავეყრდნოთ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს და არა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას.
“რა მონაცემებს უნდა ვეყრდნობოდეთ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას თუ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს? აი, ერთ-ერთი მათგანი:
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის, „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) კვლევის მიხედვით:
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ევროკავშირის 21 სახელმწიფოს უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების მაჩვენებლის ინდექსი 2012 წელთან შედარებით 69 საფეხურით არის გაუმჯობესებული. კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების ოცეულში, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულშია.
უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოდელური შეფასება ზედიზედ მე-11 წელიწადია, დადებითი ქულით აღინიშნება, – წერს გიორგი ვოლსკი.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს