გიორგი ვოლსკი – სასამართლომ უნდა იმსჯელოს კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი

ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
“სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის თემის გადაბმა ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის არ აღელვებს, უფრო პირიქით ვიტყოდი. დიდი ხანია, მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თავად სააკაშვილზე, როდესაც ეს გავლენიანი სპექტრი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებს ფლობსა და მანიპულირებს, ამ საინფორმაციო საშუალებებით მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში შიმშილობა არ შეეწყვიტა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თმით, შემდეგ გამოაცხადეს, რომ სააკაშვილს აბნეული აქვს გონება და შემდეგ გამოაცხადეს ხეიბრად, რომელსაც არ შეუძლია ლოგიკურად იაზროვნოს. აღნიშნულის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზეც არ მიუღიათ ეს თემა სერიოზულად.
“თავად სააკაშვილმაც ვერ გამოავლინა თავი იმ ფორმით, რომელიც მოთხოვნილი იყო მისგან. ახლა დაიქირავეს საერთაშორისო-საექსპერტო ჯგუფი, საექსპერტო არა სამართლებრივ, არამედ პიარულ საკითხებში. მოხდა თუ არა ეს, ამას დაემთხვა ინტენსიური განცხადებები მისი მოწამვლის შესახებ.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი




