
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საიას სარჩელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ საიას ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა.
"რეალურად, საიამ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეცადოს სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელნით დააზუსტო რომელ პარტიას მისცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა. მით უმეტეს, თუკი ეს ბიულეტენი დევს მყარ და სქელ მუყაოს კონვერტში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს