Logo

გიორგი ვოლსკი - ცდილობს ამ სიტუაციიდან რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის დანაშაულს

პოლიტიკა
434
Frontnews image description

ურთულეს სიტუაციაში ჩავარდა ე.წ. ოპოზიცია, ძალიან ბევრი კითხვებია, მათ შორის საპარლამენტო კომისიაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მელიამ საპარლამენტო კომისიაზე მოუსვლელობა უნდა დაახასიათოს როგორც მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა. ეს შეგინებაც მე ვფიქრობ, რომ განზრახ არის ჩადებული მის ქმედებაში და როდესაც პასუხები არ არის კითხვაზე, ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც იბარებენ და არ მიდის, ურჩევნია, რომ იყოს ამ მდგომარეობაში. ცდილობს აქედან იქნებ რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ სჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს“, - განაცხადა ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები