
ავტორი
Front News საქართველო
ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ის ფაქტობრივად თაღლითია, ვინაიდან სახელმწიფოზე მიდის შეტევა და ვისაც მოწამვლის თემა გამოაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, ის არის საერთაშორისო თაღლითი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“პოზიცია, რომელიც ვიოლა ფონ კრამონს გააჩნია, ის არ შეიცვლება, რადგან მას პოლიტიკური ამოცანა აქვს და პოლიტიკური ამოცანა გვაქვს ჩვენ. აქ შედარება ევროპარლამენტში, ვისი არგუმენტები უფრო დამაჯერებელია, ვისი უფრო საფუძვლიანია, ამ არგუმენტებს შორის კი არ მიდის დაპირისპირება, არამედ, დაპირისპირება მიდის პოლიტიკურ პოზიციათა შორის.
ის ამოცანა, რომ მე გადავერთო კრამონის მითითებებზე და დავივიწყო ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანად პრეტენზიას გამოთქვამენ იმ მმართველობასთან დაკავშირებით, იმ დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით, რომლებსაც არ მიაჩნიათ, რომ ფონ კრამონი და ევროპარლამენტართა გარკვეული რაოდენობა მართალია, იმათ რა პასუხი გავცეთ?!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს