Logo

“გირჩის” საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაუუქმდათ

საზოგადოება
268
Frontnews image description

"გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაუუქმდათ. ამის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

თამარ ჟვანიამ განკარგულება "გირჩის“ თავმჯდომარის მიერ 22 აპრილს წარდგენილი განცხადების საფუძველზე გამოსცა.

"გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „გირჩის“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიულ სიაში № 8-დან № 129-ის ჩათვლით, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

შესაბამისად, "გირჩის“ საარჩევნო სიაში რჩებიან: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ლევან ჯგერენაია.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარტიული სიის მეოთხე ნომერი სალომე მუჯირი უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე. მას შემდეგ, რაც მუჯირი დატოვებს მანდატს, მის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.
 

თაგები:

Advertisement