გიული ალასანია – 33 კილო აქვს დაკლებული, უჭირს გადაადგილება


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს 33 კილო აქვს დაკლებული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მას რამდენიმე თვეა, მუდმივად აქვს ტემპერატურა და სპეციალური მოწყობილობით გადაადგილდება.
“სიცხეები აქვს, როგორც გაირკვა, მარტიდან, ზოგიერთ შემთხვევაში უკეთდებოდა ანტიბიოტიკები, გაქრებოდა, მაგრამ მერე ისევ იწყებოდა. რამდენიმე დღის წინ 38,7-ზეც კი ავიდა. თუმცა დამწევ საშუალებებს უკეთებენ და ისევ დაიწევს ხოლმე. წონის კლებაა მნიშვნელოვანი, 33 კილო აქვს დაკლებული, უჭირს გადაადგილება, სპეციალური მოწყობილობა შეუტანეს, იმას ეყრდნობა და იმით გადაადგილდება. რაც შეეხება დიაგნოზს, ქართველი ექიმებიც იგივეს ამბობენ, რასაც უცხოელი ექსპერტები. ყველას იგივე აზრი აქვს, რომ არის რამდენიმე დიაგნოზი, მძიმე დიაგნოზებია. დიაგნოსტიკაც ცოტა გართულებულია აქ, სრულყოფილი არ არის.
პირველ რიგში, გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ნორმალურად, შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, პოლონეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მისი გადაყვანის და იმედოვნებს, რომ სასამართლო დიაგნოზების საფუძველზე მიიღებს სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას და მიეცემა მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობა.
თაგები:
გიული ალასანია

გიული ალასანია – გადაადგილება ძალიან უჭირს იმიტომ, რომ კუნთის ნასახი არ აქვს, თმები აღარ აქვს ადამიანს, დასცვივდა

გიული ალასანია – საცივს რომ ჭამდეს ყოველდღე, როგორ დაიკლებდა? 38 კილო აქვს დაკლებული

გიული ალასანია – არავითარი აზრი არ აქვს შიმშილობას, მე ასე ვფიქრობ, ალბათ, თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას