Logo

გიული ალასანია – ამ აქციის მიზანია, რომ გადავარჩინოთ ერთი ადამიანის სიცოცხლე

პოლიტიკა
1563
Frontnews image description

ამ აქციის მიზანი არის, რომ გადაარჩინონ ერთი ადამიანის სიცოცხლე. კმაყოფილი, მადლობელი ვარ “ვივამედის“ ექიმების, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ გამოსწორდა მდგომარეობა, მძიმედ არის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

“არ იყო ეს მასშტაბურად ორგანიზებული, ეს იყო ექიმების ინიციატივა და მე გამიკვირდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა, არა მარტო ექიმები. საერთოდ ეს სივრცე ცნობილია გამოსვლებით უკვე მრავალი წელია, მაგრამ 2003 წელს მე ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ისევ დავუბრუნდებოდით ამ მდგომარეობას.

 

დღევანდელი აქცია სრულიად მშვიდობიანი აქციაა, ჰუმანიტარული მიზნები აქვს. ოჯახისა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში”, – განაცხადა ალასანიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები