გიული ალასანია – ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?


ავტორი
Front News საქართველო
ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? – ასე ეხმაურება გიული ალასანია “ოცნების” თავმჯდომარისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსულ ექიმ ჯეიმს კობს, გიული ალასანიას თქმით, გუშინ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მისთვის ლიცენზია უნდა მიეცათ, რის საფუძველზეც პაციენტის მონახულებას შეძლებდა, თუმცა სათანადო დოკუმენტაცია დღემდე არ არსებობს.
“მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს, არაფერი აღარ არსებობს საერთოდ.
ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს”, – აცხადებს გიული ალასანია.


გიული ალასანია – დღეს არის 68 კილოგრამი, ე.ი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, არ უნდათ აღიარონ, რომ არის ძალიან მძიმე

გიული ალასანია – დიაგნოზებს სვამს მთავრობა, შემდეგ იმავეს იმეორებენ აქ ექიმები

გიული ალასანია – ვინ თქვა ეგ სისულელე, ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა გულწასული