
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა “ვივამედთან” იმყოფება, სადაც მესამე პრეზიდენტის ეტაპირებას ელოდება.
არსებული ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მოკლე ხანში მოხდება. კლინიკაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
გიული ალასანიას თქმით, არ იცის დართვენ თუ არა ნებას კლინიკაში შვილთან ერთად ყოფნის.
“პენიტენციური დაწესებულებიდან მე არანაირი დაპირება არ მაქვს, არ ვიცი რამდენად მომცემენ უფლებას მასთან ერთად ყოფნის, მაგრამ კლინიკაში რომ გადმოყავთ, ეს კარგია“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, იმედოვნებს რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასაც დათანხმდება.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს