
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მაღიზიანებს ეს დაჟინებული მოთხოვნა, რომ იხადოს ბოდიში. უსამართლობაა, ბოდიში რატომ უნდა მოიხადოს ადამიანმა? – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბოდიში მოსახდელი არ აქვას, მათ შორის არც 7 ბოემბრის გამო.
“ძალიან მაღიზიანებს ეს დაჟინებული მოთხოვნა, რომ იხადოს ბოდიში. უსამართლობაა, ბოდიში რატომ უნდა მოიხადოს ადამიანმა? თუნდაც 7 ნოემბერი, მისი წინა გამოსვლიდან ხო მოვისმინეთ, ქრონოლოგიურად როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. 7 ნოემბერი ისე რომ არ დასრულებულიყო, როგორც დამთავრდა, ჩვენ რამდენი ხანია, აღარ ვიქნებოდით უკვე, როგორც სახელმწიფო. ეს ხო დავინახეთ ყველამ, მისი წინა პროცესზე გამოსვლიდან ეს ძალიან კარგად გამოჩნდა.
ეს ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება იყო. აბა რისთვის გვჭირდება ჩვენ ადამიანებს მთავრობა? პირველ რიგში მთავრობის ფუნქციაა სახელმწიფოებრიობის დაცვა”, – განაცხადა გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს