
ავტორი
Front News საქართველო
კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის და ძლიერი ტკივილები აქვს.
“ცვლილებებს ვამჩნევ, ძალიან სუსტადაა, დღეს რაც დავინახე ძალიან სუსტად არის. აქვს ძლიერი ტკივილები, სულ მოხრილია, ძირითადად წევს. მნახველი თუ მივა წამოდგება, დაჯდება სავარძელში და ასეთი მდგომარეობაა.
მე დიდი იმედით ველოდები ექიმების შემოსვლას ორშაბათს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
25 მაისს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს