
ავტორი
Front News საქართველო
გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილი დარჩა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სხდომაზე “ვივამედის“ ექიმის თამარ აბაშიძის გამოსვლა გმირობა იყო.
“პროცესს თვალს ადევნებს და მოეწონა. გუშინდელი დღით კმაყოფილია. მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან სააკაშვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებაა, როდესაც მასთან მოსანახულებლად შვილს არ უშვებენ.
“ესაა სადამსჯელო ღონისძიება, ამ გზით სჯიან პატიმარს. ისჯება, რისთვისაც ზის და ყველამ კარგად იცის, რისთვის ზის. ოფიციალური არგუმენტი, რის გამოც არ უშვებენ, არის უსაფრთხოება. არ ვიცი, რა საფრთხე ელის შვილებისგან“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი წონაში ძალიან დაკლებულია.
“საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მიკვირს, როგორ გადაადგილდება აბაზანამდე, თუნდაც დამხმარე საშუალებით. საკვების მიღება უჭირს, არც კი უცდია. არ აქვს შიმშილის გრძნობა. ტემპერატურა მუდმივად აქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს