
ავტორი
Front News საქართველო
ჯერჯერობით ის, რაც მოვისმინე იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი ჩემთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.
“ძალიან ბევრმა ექიმმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი. მარტო ის ხომ არ არის, ჯიშკარიანი?! იქ მთელი ჯგუფი იყო ექიმების, რომლებსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვთ.
გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში, ფეხზე იდგა, ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვერ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი ეტლში და მე მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი?”, – განაცხადა ალასანიამ.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ “ემპათიას” დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.
თაგები:
გიული ალასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს